weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიძინა ივანიშვილის „ხეების გადამტანი“ კომპანია შავ სიაშია შეყვანილი

15:33 კვირა, 16 ივლისი 2017
მაგნოლიის ხის გადატანა ციხისძირიდან მაგნოლიის ხის გადატანა ციხისძირიდან ფოტო © "ბათუმელები"

შპს „ზიმო“, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის სამუშაოებს ახორციელებს, 2017 წლის 11 ივლისს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში იქნა შეყვანილი, რის გამოც 1 წლის ვადით აეკრძალა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ანდა ასეთ შესყიდვებზე ხელშეკრულების დადება.

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველი ვანის გამგეობიდან მიღებული შეტყობინება გახდა, რომლის თანახმად, შპს „ზიმომ“ (ს/კ - 211338015) ჯეროვნად არ შეასრულა 2016 წლის 19 აგვისტოს გამარტივებული წესით დადებული ხელშეკრულების პირობები, რომლის ღირებულება 1 473 430 ლარს შეადგენდა

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის, ასევე არაერთი გაფრთხილებისა და პირგასამტეხლოს არაერთხელ დაკისრების მიუხედავად, შპს „ზიმომ“ არასრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ვანის გამგეობამ ჯერ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან დადებული ხელშეკრულება, შემდეგ კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, შავ სიაში შეტანილ კომპანიას 1 წლის განმავლობაში არა აქვს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ანდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადების უფლება. 

შეგახსენებთ, რომ შპს „ზიმომ“ ასევე უხარისხოდ შეასრულა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიისთვის რაიმე სანქციების დაკისრება არ მომხდარა. 

კომპანიამ ასევე არ შეასრულა თბილისში, ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობის პროექტი, რომლის განსახორციელებლად მას ქალაქის მერიამ წინასწარ გადაურიცხა 1 მილიონი ლარი;  ასევე, ოზურგეთში, სოფელ ლაითურში მშენებარე საპატიმროში წყლის შეყვანის პროექტი და სხვ. 

შპსზიმოყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს გურიაში, კერძოდ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენროლოგიურ პარკში სხვადასხვა ჯიშის ხეების ტრანსპორტირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]