weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იანვარ-ივნისში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.4%-ით გაიზარდა

12:10 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადი წელს ყველაზე მეტად ქუთაისში გაიზარდა. 2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ამ აეროპორტის მეშვეობით სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი, რაც 55.40%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იანვარ-ივნისში 247 391 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ეს 30.01%-ით (57 112 მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის ექვს თვეში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 024 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 187 მგზავრით მეტია (45.38%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]