weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

15:34 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღო განცხადება „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების შესახებ“.

დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატა მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, განიხილოს საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა.

„რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატები კატეგორიულად გმობენ განუწყვეტელ ანტირუსულ პროვოკაციებს საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია თავდასხმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას გამოიწვევს“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, მათ დაუშვებლად მაჩნიათ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ასევე, მუქარა რუსეთის მოქალაქეების მისამართით.

რაც შეეხება სანქციებს, ვოლოდინის თქმით, პირველ რიგში საუბარია რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების შეტანის აკრძალვაზე; ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე. ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, დღეს, ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი პირველ ადგილზეა. გასული ორი წლის განმავლობაში გზავნილების მოცულობა 1.5-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 641 აშშ დოლარი შეადგინა.

„ეს ძალიან დიდი სახსრებია. თუ ავიღებთ და გავაერთიანებთ იმ შემოსავლებთან, რასაც საქართველო იღებს რუსეთის ტერიტორიაზე ღვინისა და წყლის გაყიდვით, ასევე ჩვნი ტურისტების ვიზიტებისგან, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10% გამოვა“, – განაცხადა დუმის თავმჯდომარემ.

საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 20 ივნისიდან თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლები დაიწყო. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში, ვლადიმერ პუტინის მისამართით არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]