weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გემთმფლობელებს ნავსადგურებში შესვლაზე შეღავათები დაუწესდათ

14:26 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს შეღავათები დაუწესდათ.

სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად, იმ გემებს, რომლებიც საქართველოს წყლებში ერთი და იგივე შემოსვლის განმავლობაში რამდენიმე ნავსადგურში შევლენ, ნებისმიერ ნავსადგურში პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედდა.

აქამდე არსებული წესის თანახმად, გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადა, რის გამოც, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლას, რაც ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]