weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წითელ ხიდზე 2.5 კილოგრამი ოქროს უკანონოდ გადატანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

11:11 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 2.5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო წესის დარღვევით გადატანა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ავტომანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან, 2.5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომლის საბაჟო ღირებულება 148 ათას ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს 13.5 კილოგრამი ოქროს ნაწარმია ამოღებული, რომლის საერთო ღირებულება 910 ათას ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]