weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

USDA სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

12:40 შაბათი, 13 ივლისი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს 200 000 აშშ დოლარამდე გრანტით დაეხმარება.

„იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაფინანსების მიზანი საქართველოში სანიტარული და ფიტოსანიტარული გამჭვირვალობის გაუმჯობესებაა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 26 ივლისია, გრანტის მიმღების ვინაობა კი 23 აგვისტოს გახდება ცნობილი. USDA-ის მიერ დაფინანსებული პროექტი 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი პროექტი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]