weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართულ Myway Airlines-ს ევროპაში რეგულარული ფრენების შესრულებაზე უარი ეთქვა

13:05 შაბათი, 13 ივლისი 2019

ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს გერმანიასა და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე ეთქვა უარი. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მიწერილ წერილში წერია, რომ ავიაკომპანია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს.

როგორც „ავიანიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, 2019 წლის 19 ივნისის, ევროპის კომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის წერილით ეცნობათ, რომ Myway Airlines-მა საქართველოსა და გერმანიას შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, ნებართვის მისაღებად მიმართა გერმანიის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებას. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გერმანიის საავიაციო ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ ავიაკომპანია არ აკმაყოფილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების მფლობელობის და ეფექტური კონტროლის მოთხოვნებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია შეუფერხებლად ახორციელებს ჩარტერულ რეისებს რამდენიმე ევროპული მიმართულებით, ხოლო რეგულარული ფრენების განხორციელებას მას შემდეგ შეძლებს, რაც ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება.

კითხვაზე, ევროკომისიის ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლებელია თუ არა ავიაკომპანიას პრობლემები შეექმნას სხვა ბაზრებზე, სადაც უკვე ოპერირებს ან აპირებს ოპერირებას, სამოქალაქო ავიაციის სააგნეტოში განაცხადეს, რომ ეს შესაბამისი საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილების საგანია.

სააგენტოს განმარტებით, Myway Airlines-ი აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის მფლობელობის და ეფექტური კონტროლის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.

Myway Airlines-ი რუსეთის ქალაქების მიმართულებითაც დაფრინავდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთის საჰაერო სივრცე ქართული კომპანიებისთვის ჩაიკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]