weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვისაც სურს რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტერია – ივანიშვილი

14:25 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის რუსული ბაზრის ჩანაცვლება იოლი არ არის. მისივე თქმით, აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიანიშნებს, რომ საქართველომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩაანაცვლოს.

„ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რომ რათ გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის, ევროპის ბაზარი, არიან აბსოლუტურად უცოდინრები, უმეცრები. თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, ევროპის განვითარებული ქვეყნებიც კი როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, ყველაფერი ცხადია.

რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის - არც ევროპელებისთვის და მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის - ელემენტრული მიზეზის გამო; იმიტომ, რომ პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი პროცესი არ არის. ამას წლები სჭირდება.

ჩვენი პროდუქცია რუსეთში უკვე ცნობილია და ძალიან კარგად იციან, მას მომხმარებელი ჰყავს. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და საერთოდ ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]