weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მგზავრთა გადაყვანებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა

15:57 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აღნიშნული მაჩვენებელი 20 %-ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1 277 312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.

„საქართველოს რკინიგზამ“ ბილეთების შეძენის მარტივი და კლიენტზე მორგებული სერვისი დანერგა. ახლა უკვე ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც არის შესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში.

„საქართველოს რკინიგზა“ უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ - ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე!

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]