weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში საქართველოდან 19 ტონა ატამი და ვაშლატამა არ დაუშვეს

19:25 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) დაღესტნის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთში საქართველოდან იმპორტირებული 19 ტონა ატამი და ვაშლატამა არ დაუშვეს.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხილში აღმოაჩინეს მავნებელი მწერი, რომელიც „შეუქცევად ზიანს აყენებს ხილის კულტურებს, აზიანებს რა მოსავლის თითქმის 90 პროცენტს“.

ტვირთის მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ადანაშაულებენ. „როსსელხოზნადზორის“ განმარტებით, ატამი უკან, საქართველოში დააბრუნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]