„ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება. პროკურატურამ იმოქმედა თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში. თქვა თავისი სიტყვა, ახლა საქმე გადაეცემა სასამართლოს და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვიტყვი, რომ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო უწყება მათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.