weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად – მამუკა ხაზარაძე

17:00 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

„რაც პროკურატურამ დღეს გააჟღერა აბსოლუტური აბსურდია და მე ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს დაიბარეს. საგამოძიებო უწყება მათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

„სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ

ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ამ შემოტევამ მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებას. ექვსი თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე, ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში, აქციონერთა კრებაში.

სწორედ გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, რასაც საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის; დღეს ვიღებ აი, ამ განცხადებას – ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონებლად, ისევ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურაში იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ: „არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, იმიტომ, რომ ვართ მართალი. დაკავებას არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, ხვალინდელ დღეზე. არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზე აგებული პოლიტიკა. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]