weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს დააფინანსებს

10:40 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრომდე თანხას გამოყოფს. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში ფრენების უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.

„სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და პირიქით). ერევნის საერთაშორისო აეროპორტი კი გამოიყენება სატრანზიტოდ“, – აღნიშნულია 24 ივლისს გამოცემულ მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, შემსყიდველი, ანუ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია, პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არა უმეტეს 1 წლის ვადით. ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გაურკვეველი ვადით არის შეწყვეტილი. 8 ივლისს, ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 21 ივნისს ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით სამოქალაქო და კომერციული ფრენების განხორციელებას უკრძალავს. რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება აეკრძალათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]