weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად მოხდება – ბახტაძე

13:15 პარასკევი, 26 ივლისი 2019

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველო ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას.

„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ყველას მოუწოდა „თიბისი ბანკის“ საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი ერთმანეთს არ დაუკავშირონ.

„მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, მათ ინტერესშია, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ ამ პროექტის მისამართით გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულებების აღება, ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თუ ა.შ.“, – აღნიშნა ბახტაძემ.

24 ივლისს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარუდგინა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.

„თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]