weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

20 ივნისის მოვლენებმა ეკონომიკას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა – ქობულია

12:42 შაბათი, 27 ივლისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, 20 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენები იყო იმ უკმაყოფილების მიზეზი, რომელიც არსებული მმართველობის სისტემის გამო ხალხში დაგროვდა.

20 ივნისის მოვლენები გიორგი ქობულიამ ტელეკომპანის „პირველის“ ეთერში შეაფასა.

„რა თქმა უნდა, გავრილოვის შემთხვევა აღმაშფოთებელი იყო საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ საბაბი იყო. მგონია, რომ ეს შემთხვევაც რომ არ ყოფილიყო, რამდენიმე ხანში იქნებოდა სხვა შემთხვევა, რომელიც იგივე უკმაყოფილებას გამოიწვევდა; უკმაყოფილებას ამ მმართველობის სისტემით, რომელსაც მივყავართ იქამდე, რომ გვაქვს ზრდისა და განვითარების არასაკმარისი ტემპი და გვაქვს გაურკვეველი ხედვა როგორც საგარეო პოლიტიკურ, ისე შიდა ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, ამ მოვლენებმა ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

„დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ - „არაუშავს“, „გადავიტანთ“. არა, ეს ტყუილია. მართალი უნდა ვუთხრათ ხალხს. ამ 20 ივნისის მოვლენებმა ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთიდან დავკარგეთ ტურისტული ნაკადი. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ მოვლენებმა კიდევ უფრო დააფრთხო საერთაშორისო ინვესტორები, ვინც აპირებდა ან აპირებს, რომ საქართველოში ინესტიცია განახორციელოს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დაეხმაროს განვითარებაში“, – აღნიშნა ქობულიამ.

ყოფილი მინისტრის თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა 100%-ით საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„არანაირი გამართლება არ აქვს ოპოზიციას, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, თუ სხვა რომელიმე მოქმედი პირი ოპოზიციაში; არანაირი გამართლება არ აქვს მათ წაქეზებას ასეთი კონფლიქტის, მაგრამ პასუხი მოეთხოვება მოქმედ მთავრობას, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არ დაუშვას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]