weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როშკასა და შატილში ახალი მიკროჰესები აშენდება – ნათია თურნავა

17:51 შაბათი, 27 ივლისი 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხევსურეთის სოფლებში - შატილსა და როშკაში ახალი მიკროჰესები აშენდება. როგორც მინისტრმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, 200 კვტ დადგმული სიმძლავრის „ბიტეხი 1 ჰესი“ სავარაუდოდ ნოემბერში ჩაირთვება.

„შატილთან მიკროჰესის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს რეგიონის განვითარების საქმეში, მათ შორის ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის მიმართულებით. შატილი ჩვენი ხელისფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ აქ ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მათ შორის მიკროჰესის მშენებლობის პროექტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჰესი ნოემბრისთვის ჩართული იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

შატილში „ბიტეხი 1 ჰესის“ მშენებლობას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორცილებს. რაც შეეხება როშკას, აქ მიკროჰესის მშენებლობა მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

„უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკას ელექტროფიცირებისთვის ვაკეთებთ არსებული მიკროჰესის რეაბილიტაციას და ასევე, გაისად, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი დააპროექტებს და დააფინანსებს ახალი მიკროჰესის მშენებლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ როშკაში ყოფნის დროს.

მისივე ინფორმაციით, როშკასა და მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ გზას ააშენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]