weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტურისტების რაოდენობის შემცირება გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე – გვენეტაძე

14:36 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის. გვენეტაძის თქმით, ლარის გაუფასურება, სავარაუდოდ, დიდხანს არ გაგრძელდება.  

„დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა შემცირებულია. ეს რიცხვებითაც დასტურდება, რომ საქართველოში შემოვიდა იმაზე უფრო ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოდიოდა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის.

რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება პატარა ზომის, ღია ეკონომიკისათვის, მიმართულება რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები აღებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რომ ყველაზე ნაკლები დანაკარგებით მოხდეს გადატანა ასეთი სიტუაციის.

საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი. ეს იყო 2014-2016 წლები და ამ პერიოდშიც კი, საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9346 ლარია, ხოლო ევრო 3.2642 ლარი ღირს. ლარის ახალ, ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დაადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]