ნიკოლოზ ალავიძის განმარტებით, ლარზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
„იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე. მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი არ იძლევა „განგაშის ზარების შემორტყმის“ აუცილებლობას.
„პროცესი მიმდინარეობს და რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემნაირი ექსპერტული შეფასებები ამ საკითხზე, უკეთესი იქნება“, – აღნიშნა ალავიძემ.
ამ თემაზე: