weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლარის კურსის გაუარესება გადატრიალების მცდელობების შედეგია – ცქიტიშვილი

17:54 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუარესება 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

„როდესაც 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენების ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის... შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირის გინება, ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციები, მილიონ ნახევარი ტურისტის პრაქტიკულად დაკარგვით. ამ ყველაფერით ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ დღეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ყველა ქმედება, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, თუ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, მიმართულია იმისკენ, რომ „ჩვენი ბიზნესი და ჩვენი გლეხები, მეწარმეები გაძლიერდნენ“.

„ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით იმისთვის, რომ შექმნან საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი, ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ და მუდმივ რეჟიმში ვიყოთ გადატრილების და რევოლუციების ჭრილში“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9718 ლარი შეადგინა, ევროს კურსი კი 3.3127 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]