weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეშეთი-კობის გზისთვის 415 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკმა გამოყო

12:33 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ორ მონაკვეთად არის დაყოფილი. ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრი სიგრძის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ერთ-ერთი გვირაბი 9 კილომეტრი სიგრძის და 15 მეტრი სიგანის იქნება.

„ქვეშეთი-კობის მონაკვეთი სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის. გარდა ამისა, ახალი გზა სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს აარიდებს“, – აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის გზა ხადას ხეობაზე გაივლის. პროექტის ზემოქმედების ზონაში ცხრა სოფელი ხვდება. გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ გზა საარსებო პირობებს გაუუმჯობესებს მოსახლეობას, რომელიც ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს.

„გზის არსებობა ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაბრუნებას ხეობაში, მცირე ბიზნესის განვითარებას და ხეობის გაცოცხლებას. აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]