weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება – ქარსელაძე

18:29 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა არ ყოფილა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია, 2 ოქტომბერს კი კონტრაქტორი სრულად წარმოადგენს პროექტს. ამის შემდეგ გეგმის მიხედვით მოხდება სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]