„ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, უკვე 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები კი ჯანსაღი იყო. ეს დაადასტურა ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მყარი, მდგრადი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურებას ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირაში არსებულმა „ნეგატიურმა ფონმა და შესაბამისად, ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა“.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.