weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იანვარ-ივლისში ქართული ღვინის ექსპორტი 4%-ით გაიზარდა

11:03 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47.2 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114.2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია.

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (388 038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 39% (69 662), ჩინეთი - 21% (4 249 687) და პოლონეთი - 19% (2 250 994).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 143% (63 948), ლიეტუვა - 41% (372 918), მონღოლეთი - 35% (172 392), ბელარუსი - 19% (1 008 888), ისრაელი - 51% (165 671), გერმანია - 12% (344 735), ესტონეთი - 9% (357 866), რუსეთი - 2% (29 132 711), მოლდოვა - 4386% (317 582), ნიდერლანდები - 42% (43 260), ჩეხეთი 42% - (43 260), შვედეთი - 1734% (39 954), ბულგარეთი - 25% (19 986)“, ) – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში არიან რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ლატვია, აშშ, ლიეტუვა და ესტონეთი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]