weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა

17:13 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 3.2840 ლარია. ახალი კურსი ხვალიდან, 7 აგვისტოდან შევა ძალაში.

დღეს, 6 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.8946 ლარი ღირს, ევრო კი 3.2312 ლარი.

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს.

„ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე თქმით, დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დაუშვან მაღალი ინფლაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]