weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მანკიერი პრაქტიკა უნდა გასწორდეს – ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების ვალების ჩამოწერაზე

15:04 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

საქართველოს ფინანსთა-მინისტრის განაცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში არსებული მანკიერი პრაქტიკა, რომლის დროსაც ტელეკომპანიების მიერ სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა ხდებოდა, უნდა დასრულდეს.

მაჭავარიანის თქმით, ტელეკომპანიებს „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „მაესტროს“ საკმაოდ მსხვილი დავალიანებები აქვთ.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 28 მილიონის ფარგლებში აქვს, „იმედს“ – 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ აქვს დაახლოებით 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანება.

თუ ისტორიას გადავხედავთ, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიის მაგვარი, ჩამოწერა. ხდებოდა სხვადახვა ხელისუფლებების დროს. მემგონი, დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. გეტყვით ჩვენი მოტივი და ხედვა რა არის ამის მოგვარების.

მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარა, მაგრამ ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად. მე მგონი, არ არის სამართლიანი და უხერხულიც არის. მაგალითად, „ტვ პირველი“, რომელიც წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა. ასევე იყო „კავკასია“.  ერთ საგადასახადო და საკანონმდებლო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. პირველ რიგში, მოტივაცია არის ის, რომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, გასწორდეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა.

როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას: ვიცით, რომ ეს ძველი დავალიანებები არის საკმაოდ  დიდი და იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდებათ და შესაძლოა მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს, რაც ჩვენი, ხელისუფლების და არც ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების ინტერესში არ არის“, – გნაცხადა მაჭიავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი სახელმწიფოს წინაშე დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს ვალის რესტრუქტურიზაციას სთავაზობს.

„მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში (ეს უახლოესი ვადა არის შემდეგი მაქსიმუმ ორი კვირა) ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას. სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით. თუმცა, პირველ რიგში, რაც არის ყველაზე მთავარი და რაც უნდა ძალიან მალე, დღეიდანვე უნდა მოხდეს, ეს არის ის, რომ მომდინარე დავალიანებები გადაიხადოს სულ ყველამ, აღარ მოახდინოს ვალის დაგროვება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მინისტრი ამბობს, მაქსიმალურად შევლენ ბიზნესის მდგომარეობაში და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც არ გამოიწვევს ტელეკომპანიის დახურვას.

კითხვაზე, რატომ გამოვიდა სამინისტრო ასეთი შეთავაზებით დღეს, მაჭავარიანმა განაცხადა:

„უმნიშვნელოვანესია, რომ ტელეკომპანიებმა იარსებონ. ის, რაც არის არსებობისთვის აუცილებელი, ეს ერთი ნაწილია და აქ ყოველთვის შეხვალ მდგომარეობაში, შეეცდები გადაუნაწილო, შეღავათი მისცე; მაგრამ არის მეორე - ეს არსებობისთვის კი არ არის აუცილებელი, უბრალოდ „ძალა მაქვს და გამდის“, იმიტომ, რომ ყოველთვის არის შესაძლებელი სპეკულაცია, რომ თავისუფალ მედიას ებრძვი. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხდება. შესაბამისად, ამას უნდა დაედოს ბოლო. რატომ დღეს? ზუსტად იმ საკითხიდან გამომდინარე, რომ დღეს ხდება მედიის ყიდვა-გაყიდვა. „რუსთავი 2“-ის მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. არსებულმა თუ პოტენციურმა მყიდველმა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ და სამუდოდამოდ ეს გამრუდებული პრაქტიკა უნდა გავასწოროთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]