weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანაკლიის კონსორციუმს ერთ-ერთი დამფუძნებელი ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ტოვებს

16:16 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ტოვებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ კონსორციმში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით „კონტი ჯგუფი“ „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად კონსორციუმის დამფუძნებელია. კონკრეტულად რა გახდა მათი გასვლის მიზეზი, კონსორციუმში არ დაუკონკრეტებიათ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვებ-გვერდზე „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმის წევრებს შორის აღარ წერია. აქამდე კონსორციუმს ორი წევრი ჰყავდა ამერიკიდან „კონტი ჯგუფი“ და SSA Marine. კონსორციუმში დაგვიდასტურეს, რომ SSA Marine წევრად რჩება.

მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიებას აწარმოებდა. პროკურატურა მათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარუდგინეს, 26 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი დოლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებიეთ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ებრძვის.

 

ამ თემაზე:

მე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოში უკანა პლანზე გადავალთ – ხაზარაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]