weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„კონტი ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პროექტს კრიტიკულად ვერ დააზიანებს - ლევან ახვლედიანი

17:57 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის“ გასვლა კონსპრციუმიდან ანაკლიის პროექტს კრიტიკულად ვერ დააზიანებს – განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„კონტი ჯგუფს ამ ბოლო დროს ჰქონდა ძალიან პასიური როლი. მათ დეკემბერში სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. გადაწყვეტილება მათ გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული, ამაზე საუბარი მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, თავად ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი, რამც შეიძლება, რომ კრიტიკულად დააზიანოს პროექტი, ყოველშემთხვევაში კონსორციუმი“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, „კონტი ჯგუფმა“ ანაკლიის კონსორციუმიდან დასვლის გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა ახვლედიანმა მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

დღეს, 15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, „კონტი ჯგუფი“ ტოვებს.

„პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი, ჩვენ ასეთი გვყავს, ეს არის SS Marine (აშშ), რომელიც როგორც აქციონერი ისე ტერმინალის ოპერატორები იქნება“, – ამბობს კონსორციუმის გენერალური დირექტორი.

ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში 70 მილიონის ინვესტიცია განხორციელებული და აქედან „კონტი ჯგუფის“ წილი მცირეა.

„კონტი ჯგუფი“ „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად კონსორციუმის დამფუძნებელია. აღსანიშნავია, რომ კორსორციუმის მმართველი საბჭო „თიბისი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, 26 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი დოლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]