„კონტი ჯგუფს ამ ბოლო დროს ჰქონდა ძალიან პასიური როლი. მათ დეკემბერში სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. გადაწყვეტილება მათ გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული, ამაზე საუბარი მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, თავად ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი, რამც შეიძლება, რომ კრიტიკულად დააზიანოს პროექტი, ყოველშემთხვევაში კონსორციუმი“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, „კონტი ჯგუფმა“ ანაკლიის კონსორციუმიდან დასვლის გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა ახვლედიანმა მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
დღეს, 15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, „კონტი ჯგუფი“ ტოვებს.
„პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი, ჩვენ ასეთი გვყავს, ეს არის SS Marine (აშშ), რომელიც როგორც აქციონერი ისე ტერმინალის ოპერატორები იქნება“, – ამბობს კონსორციუმის გენერალური დირექტორი.
ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში 70 მილიონის ინვესტიცია განხორციელებული და აქედან „კონტი ჯგუფის“ წილი მცირეა.
„კონტი ჯგუფი“ „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად კონსორციუმის დამფუძნებელია. აღსანიშნავია, რომ კორსორციუმის მმართველი საბჭო „თიბისი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, 26 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი დოლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.