weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის მიმართულებით აგვისტო-სექტემბერში ყველა რეისის ბილეთი გაყიდულია

12:51 შაბათი, 17 აგვისტო 2019

2019 წლის აგვისტოსა და სექტემბრში მესტიის მიმართულებით ყველა ავიარეისის ბილეთი გაყიდულია. აეროპორტების გაერთიანებაში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მესტიის ბილეთი სასურველ თარიღამდე სამი თვით ადრე უნდა შეიძინოთ. იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა დიდია, რეისების დამატება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

საქართველოში შიდა ფრენებს ნატახტარიდან მესტიის და ამბროლაურის, ასევე ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კომპანია AK-AIR GEORGIA ახორციელებს. ყველა მიმართულებით სულ ერთი, 15-17 ადგილიანი ხომალდი დაფრინავს.

„ადგილობრივი აეროპორტია და ძალიან სპეციფიკურია, სპეციფიკური ხომალდი დაფრინავს. ქედია მესტიაშიც და ამბროლაურშიც. თუ უამინდობაა და ქედი ჩაიკეტა, თვითმფრინავი ვერ დაჯდება. იქ სრულდება ინსტუმენტალური ფრენა, ნავიგაცია კი არ აკონტროლებს, პილოტი იყურება კაბინიდან და ისე სვამს თვითმფრინავს. ტენდერი საერთაშორიო კომპანიებზეც იყო გამოცხადებული, ვინმე უნდა შემოვიდეს და უღირდეს, მომგებიანი იყოს, რაღაც პერიოდის შემდეგ გახდება ალბათ, მომგებიანი“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ხომალდი ყოველდღე, შაბათის გარდა, დაფრინავს,. ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათს და პარასეკვს სრულდება, ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით კი ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.

ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ერთი გზის ღირებულება 90 ლარია, 12 წლამდე მოზარდისთვის 63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა.

ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ერთი გზის ფასი 50 ლარია, 12 წლამდე მოზარდისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილისთვის უფასო. ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებითაც ბილეთის ფასი 50 ლარია, მოზარდისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ბავშვისთვის - უფასო.

აეროპორტების გაერთიანების მონაცემების თანახმად, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები 2019 წლის ივლისში ჯამურად 1 046 მგზავრს მოემსახურნენ. მგზავრების რაოდენობა 62-ითაა გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. მესტიის აეროპორტის მომსახურებით 2019 წლის ივლისში 819 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში 227 მგზავრი გაატარა.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. რაჭაში, ამბროლაურის აეროპორტი კი 2017 წლის იანვარში გაიხსნა. ორივე აეროპორტი მთავრობის დაფინანსებით ფუნქციონირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]