weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

„რუსეთის სანქციებით დაზარალებულ მცირე მეწარმეებს“ სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუფარავს

20:40 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მცირე და საოჯახო სასტუმროს მფლობელებს, ვისზეც უარყოფითად აისახა 20 ივნისის შემდეგ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები, სესხის პროცენტის თანხას დაუფარავს.

ახალი პროექტი „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს ქობულეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააცნეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები შეექმნათ, სესხის საპროცენტო სარგებლის ნაწილი დაუფინანსდებათ.

ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის 80%-ს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში -70%-ს.  

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის, რემონტის მიზნით სესხი 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვთ აღებული და მათი სასტუმრო 4-დან 20-მდე ნომერს მოიცავს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების მექანიზმი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.  

მას შემდეგ რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტიდან რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი გააძევეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, სანქცია ეხება კომერციულ ფრენებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]