weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

20 ივნისის მოვლენების გამო საქართველომ 60 მილიონი დოლარი დაკარგა - თურნავა

20:38 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას თქმით, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკა 60 მილიონი დოლარით დააზარალა.

„20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალა პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, მცირე ბიზნესმა, ჩვენმა ოჯახებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ახლა ვუმკლავდებით“,- განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

20 ივნისს, რუსეთის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა განკარგულება, რითაც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა გაურკვეველი ვადით აუკრძალა.

20 ივნისის ღამეს სერგეი გავრილოვის გამო, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]