weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს – დავითაშვილი

10:01 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წლის რთველი წარმატებით ჩაივლის. როგორც დავითაშვილმა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, ყურძნის ჩაბარების პროცესი კოორდინირებულად მიმდინარეობს, რათა ფერმერებს პრობლემები არ შეექმნათ.

„რაც შეეხება ყურძნის ფასს, გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

მიუხედავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, რუსულ ბაზარზე პოტენციური შეფერხებების გამო შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიკროზონაში, ხარისხის მიხედვით, ყურძნის ფასი კიდევ უფრო მაღალია. რაც შეეხება კახურ მწვანეს, ამ შემთხვევაში ფასი 90 თეთრიდან იწყება. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, ფასი მინიმუმ 1.5 -1.7 ლარს, ხოლო კონკრეტულ მიკროზონებში, ხარისხის შესაბამისად, 1.85 – 2 ლარს შეადგენს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რთველის კონტექსტში, პოლიტიკური განცხადებები და სპეკულაციები მიუღებელია.

 

ამ თემაზე:

რქაწითელს 70 თეთრად იბარებენ, მწვანეს 85 თეთრად, საფერავის ფასი 1.50 ლარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]