weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით ყვარელში მევენახეებმა აქცია გამართეს

22:56 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მევენახეებმა ყურძნის ფასი გააპროტესტეს. ახალსოფელში, გავაზში, ჭიკაანსა და ზინობიანში მცხოვრები მევენახეების თქმით, ქარხნები 1 კილოგრამ ხარისხიან რქაწითელს 70 თეთრად იბარებენ, რაც მიზერული თანხაა. მევენახეები ითხოვენ, რომ რქაწითელის ღირებულება საწარმოებში 1 ლარამდე გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში თუ უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მევენახეები მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

მევენახეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი შეხვდნენ. როგორც მეხუზლამ განაცხადა, „ზოგადად, რაც მალე მივეჩვევით თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ნაკლებად მოვთხოვთ სახელმწიფოს ჩარევას ნებისმიერი კუთხით“, მით უკეთესი იქნება მევენახეობის დარგის მომავლისთვის".

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში ყურძენს ჯერჯერობით ახალსოფლისა და ჭიკაანის ღვინის ქარხნები იბარებენ. ორივე საწარმო რქაწითელში 70 თეთრს იხდის.

2019 წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. გუშინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, რუსულ ბაზარზე პოტენციური შეფერხებების გამო შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს.

სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას 2018 წლიდან აღარ ახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]