weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დიდი ჰესების ნაწილში უნდა შევუთანხმდეთ ჩვენს მოქალაქეებს – გახარია

11:01 კვირა, 08 სექტემბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობა მოქალაქეებს უნდა შეუთანხმდეს. მისი თქმით, ძირითადი პრინციპი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება იქნება.

„ენერგეტიკა ეს მძიმე, სენსიტიური თემაა, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ და ძირითადი პრინციპი იქნება ის, რომ  ენერგოუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, თუნდაც დიდი ჰესების  მშენებლობის ნაწილშიც. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა გავაკეთოთ მცირე ჰესებზე, თუმცა დიდი ჰესების ნაწილში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა შევუთანხმდეთ ჩვენს მოქალაქეებს და უნდა ვიპოვოთ საერთო მიზანი და გეგმა - მისაღები როგორც გარემოს დამცველებისთვის, მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, მთავრობამ სახელმწიფო რესურსების უკეთ ამოქმედებაზე უნდა იმუშაოს.

„დღეს სახელმწიფოს ბალანსზეა საკმაოდ დიდი რესურსები როგორც სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში, ასევე აქტივების ნაწილში. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ამ აქტივების პრივატიზება, რათა აქტიურად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]