weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

გახარიას პრემიერობის პირობებში ანაკლიის განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ – ხაზარაძე

16:29 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ თანამდებობის დაკავებამდე ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. ხაზარაძის თქმით, გახარიას პრემიერობის პირობებში ის ამ პროექტის განვითარების ვერნაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პირობებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ანაკლიის განვითარების.

„დოიჩე ველემ“ სტატია დაწერა და მას უწოდა „მოსკოვის კაცი“. მე ამას სრულიად ვიზიარებ იმიტომ, რომ მთელი ამ პროცესის დროს, რამდენჯერაც მქონდა მასთან შეხვედრა, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო.

ეს შეფარული მიზეზებია - ხან კომერციულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ კომერციულად არ ვარგა ანაკლია. მათ არ ესმით ქვეყნის პერსპექტივის განვითარება.  დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ სასწრაფოდ არის ეს პროექტი გასაკეთებელი, მით უმეტეს, რომ რუსეთმა გამოაცხადა ნოვოროსიისკის პორტის გაფართოება და ტამამის პორტის მშენებლობა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა. მთავრობა არ უნდა ასრულებდეს იმ სახელმწიფოს დავალებებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველთან“.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ის დღეს აღარ წარმოადგენს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს: „მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები გვაქვს ჩადებული მე და ჩემს უცხოელ პარტნიორებს, მთლიანად გამოვეყავი კომპანიას. მას წარმოადგენენ ჩვენი უცხოელი, ახლად დანიშნული წევრები“.

გიორგი გახარიას და მის მიერ წარდგენილ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გუშინ, 8 სექტემბერს გამოუცხადა.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილში დასახელებული მოთხოვნები არ შეუსრულებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]