weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში ატმისა და ვაშლატამის მოსავლის დაბინავება დასრულებულია

11:04 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

კახეთში ატმისა და ვაშლატამის მოსავლის დაბინავება თითქმის დასრულდა. აგვისტოს ბოლოსთვის ექსპორტზე გასული ატმისა და ვაშლატამის რაოდენობამ 12 733 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის რეკორდულ მაჩვენებელს უკვე აჭარბებს. წლის ბოლომდე, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სამაცივრე მეურნეობებიდან ატმის ექსპორტი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

ატმის სეზონის დაწყებამდე, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ატმის მწარმოებელ ფერმერებთან, ექსპორტიორებთან და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან.

„მეორე წელია, ატმის რეალიზაციით კმაყოფილები არიან კახელი ფერმერები. სახელმწიფო ზრუნავს მოსავლის შეუფერხებელ რეალიზებაზე. სახელმწიფო პროგრამებით არაერთი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა გურჯაანში, საიდანაც ამ დროისთვისაც ექსპორტზე გადის ათეულობით ტონა ატმისა და ვაშლატამის მოსავალი“, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა.

მოსავლის დროულად აღებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურში, ორი თვის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ერთი ფანჯრის პრინციპით, რომელიც ხელს უწყობდა ექსპორტიორებს პროდუქციის გამარტივებული წესით გატანაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ატმის საკოორდინაციო შტაბთან ერთად, მუდმივად იყვნენ ჩართული ატმის მოსავლის შეუფერხებლად მიღება-დაბინავების პროცესში.

„წელს, ისევე როგორც შარშან, ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი წარმატებით ხორციელდებოდა, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. არაერთხელ ვიყავი ფერმერებთან მისული, რომლებიც კმაყოფილი არიან, როგორც მოსავლის რაოდენობით, ასევე ფასით. მსურს წარმატებები ვუსურვო მათ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ და საჭიროებისამებრ გვერდით დავუდგეთ“, – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ატმის ექსპორტმა 12 400 ტონა შეადგინა.


[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]