weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მთავრობა სურამის განვითარების გენგეგმაზე მუშაობას იწყებს

12:44 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ სურამის განვითარების გენგეგმაზე მუშაობის დაწყება გადაწყვიტა. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება მზად.

„სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი, პოტენციურად საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებას, აღდგენას და მათ ტერიტორიებზე ისეთი სახის განაშენიანების რეგულირებას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს იქ სრულფასოვანი, საერთაშორისო სტანდარტების კურორტები ჩამოყალიბდეს. განვითარების გეგმის შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დონორების დახმარებით ან სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ამა თუ იმ დასახლების ასეთი სახის კურორტად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარების გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად, სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს ამ გენგეგმის შემუშავებისთვის. საორიენტაციო ვადა - დაახლოებით 9 თვეს მოითხვს ხოლმე. შემდეგ უკვე იქნება საჯარო განხილვები, დამტკიცების პროცედურები. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ სავარაუდოდ ერთ წელიწადში სურამს უკვე ექნება გენგეგმა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

სურამი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]