weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სათიბ-საძოვრების სახელმწიფო პროგრამაში დამატებით 5 რაიონი ჩაერთვება

17:33 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში დამატებით ხუთი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამას მცხეთის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს და წყალტუბოს მუნიპალიტეტები დაემატა.

პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრების რაოდენობა არანაკლებ 11 მეპაიეს შეადგენს და მფლობელობაში არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული გააჩნიათ, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები და სხვა საჭირო ინვენტარი.

კოოპერატივებს ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 0.5 და არაუმეტეს ორი ჰექტარი სათიბი გადაეცემათ, ხოლო საძოვრის ფართობი - ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი ჰექტარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, სამიზნე მუნიციპალიტეტების რაოდენობა 24-დან 29-მდე გაიზარდა.

ამჟამად პროგრამაში ჩართულები არიან წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის და ხულოს ის დასახლებები, რომლებზედაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება ვრცელდება.

 სახელმწიფო პროგრამის მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელსეწყობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]