weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს მივესალმებით – ანაკლიის კონსორციუმი

11:15 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ეხმაურება „თიბისი ბანკისა“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მსხვილ ინგლისურ კომპანიას უარი უთხრა ინვესტიციის განხორციელებაზე იმ საბაბით, რომ „ასეთი ინვესტორი არ სჭირდებათ“.

კონსორციუმი აცხადებს, რომ სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების თაობაზე კომენტირებისგან თავს იკავებს; ასევე კომენტარს არ გააკეთებს განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.

„კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსორციუმმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომელთაც, უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან - ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ „თიბისიეიჩ ანაკლიასთან“ ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას - საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის“, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]