weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-მა საოკუპაციო ხაზთან სოფლებში საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 დოლარი გამოყო

18:54 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში (ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. ამისთვის ერთობლივი პროექტის განხორციელებას „საპარტნიორო ფონდი“ და USAID Zrda იწყებენ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის სახელწოდებით „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ფარგლებში, გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოყოფს, რომლითაც „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. გამოვლენილ გამარჯვებულებს USAID Zrda გრანტით გაუორმაგებს „საპარტნიორო ფონდიდან“ მიღებულ დაფინანსებას.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა.

დაინტერესებულ პირებს პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე - www.startup.gov.ge შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]