weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანში, სასწორში ვიპოვეთ მოწყობილობა, რომელიც ყურძნის წონას ზრდიდა – KTW

11:36 ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) განცხადებით, ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარეობს, სასწორში იპოვეს მოწყობილობა, რომელიც ჩაბარებული ყურძნის წონას ზრდიდა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მექანიზმი ყურძნის ჩაბარებით დაინტერესებულმა მხარემ დაამონტაჟა.

როგორც „რეგინფოს“ კომპანიის დირექტორმა, ზურაბ ჭიჭინაძემ უთხრა, სავარაუდო თაღლითობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინეს.

„ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაამონტაჟა მოწყობილობა, რომელიც ყურძნის წონას ხელოვნურად ზრდიდა და ჩვენ გვაზარალებდა. ხარვეზი აღმოფხვრილია და ყურძნის ჩაბარება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მიკროზონის საფერავს 1.85 თეთრად ვიბარებთ, ჩვეულებრივ საფერავს 1.60 ლარად, ქინძმარაულის ფასი 2 ლარია, ხოლო თეთრი, სასპირტე ყურძნის – 70 თეთრი“, – უთხრა „რეგინფოს“ ზურაბ ჭიჭინაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გუშინ, ქარხნის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]