weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2020 წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება, გარკვეული კატეგორიისთვის კი 50 ლარით

13:41 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. მისი განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი.

„ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეების საჭიროებებზეა დაყრდნობილი ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინეტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არიან ბავშვები, პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებზე.

პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.

გარდა ამისა, ასევე პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს საბოლოოდ განიხილავენ, რის შემდეგაც მას პარლამენტს წარუდგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]