weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოდან ატმის ექსპორტი 44%-ით გაიზარდა - სამინისტრო

17:23 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5 853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება 2.2 მილიონ აშშ დოლარია.

2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2 603 ტონა იყო, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5 800 ტონა. სამინისტროს განცხადებით, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.

„ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას“, - აცხადებენ სამინისტროში.

ატმის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14%),  ყაზახეთის რესპუბლიკაში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]