weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფოთში დაწყებული პროექტი ანაკლიის პორტის ალტერნატივა ვერ იქნება – ცქიტიშვილი

17:45 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა ვერ იქნება.

„ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი რა თქმა უნდა ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა. ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა გათვლილია რვა მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავებაზე, რომელიც 100 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამდენად, ეს პროექტები თავიანთი ზომებიდან გამომდინარე ერთმანეთის კონკურენტები ვერ არიან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა.

ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად, ნავსადგური 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს, ტვირთბრუნვა გაიზრდება ხუთ მილიონ ტონამდე, შეიქმნება მძლავრი საპორტო ინფრასტრუქტურა და დამატებით 500-მდე სამუშაო ადგილი. პროექტს ქართულ-ამერიკული კომპანია „პეის ჯგუფი“ განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]