„ჩვენ დავიწყეთ სექტორალური შეხვედრები, გასაგებია რატომ ტურიზმის სექტორი. ტურიზმის სექტორი იმიტომ, რომ მისი კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. მეორე იმიტომ, რომ რეისების შეჩერების შემდგომ მათ სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ, მესამე – სტრატეგიული რა მიმართულებით მივდივართ განვითარების, ამაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, შეხვედრას მსხვილი ქსელური ოპერატორები ესწრებოდნენ და მათთან შეხვედრები გაგრძელდება.
„ორი წლის გასვლის შემდეგ რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ არის საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება“, – თქვა გიორგი გახარიამ.