weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება – გახარია

14:12 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორის წვლილი ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება.

„ჩვენ დავიწყეთ სექტორალური შეხვედრები, გასაგებია რატომ ტურიზმის სექტორი. ტურიზმის სექტორი იმიტომ, რომ მისი კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. მეორე იმიტომ, რომ რეისების შეჩერების შემდგომ მათ სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ, მესამე – სტრატეგიული რა მიმართულებით მივდივართ განვითარების, ამაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, შეხვედრას მსხვილი ქსელური ოპერატორები ესწრებოდნენ და მათთან შეხვედრები გაგრძელდება.

„ორი წლის გასვლის შემდეგ რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ არის საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება“, – თქვა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]