weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოსთან ფრენები შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღდგეს – რუსეთის დუმის წევრი

14:53 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღდგეს – სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დუმაში დსთ-ის ქვეყნების საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა.

„კონკრეტულ ვადებს ახლა არ დაგისახელებთ. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში შეგვიძლია ამის იმედი გვქონდეს“, – განაცხადა კალაშნიკოვმა, რომელიც მანამდე პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს უკვე მოუწოდა ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

„ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ასეთი ექსცესები აღარ ხდება, მაგრამ, ამასთან პოლიტიკოსებმაც უნდა გამოავლინონ ნება, მათ შორის ახალმა პოლიტიკოსებმა, ამასთან დაკავშირებით რაიმე განცხადება უნდა გააკეთონ. ისე უბრალოდ არაფერი ხდება“, – ციტირებს კალაშნიკოვის განცხადებას „რია ნოვოსტი“.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 8 ივლისიდან აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 21 ივლისს, თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო მასსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს შორის ნიუ-იორკში, 26 სექტემბერს შემდგარი შეხვედრის ერთ-ერთი თემა. 

ლავროვის თქმით, ის მხარს დაუჭერდა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შეძლებს, ხელი შეუწყოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ყურადღებას არ მიაქცევს „რუსოფობებს“, რომლებსაც, ლავროვის აზრით, მიხეილ სააკაშვილი იყენებს „რეჟიმთან საბრძოლველად“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]