weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში ყურძნის რეკორდული მოსავალი დაბინავდა – ლევან დავითაშვილი

14:12 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 9 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში 263 000 ტონა ყურძენი იყო გადამუშავებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„შარშან გვქონდა ასეთი რეკორდული მონაცემები, რომელიც 251 000 ტონა იყო. ფაქტობრივად დავინახეთ, რომ ყველა კომერციული ჯიშის ყურძნის მოსავალი გაზრდილია საქართველოში. ეს დაკავშირებულია გაზრდილ სავენახე ფართობებთან, ასევე პროდუქტუილობასთან. ასევე მიუხედავად კლიმატური პირობებისა და გამოწვევებისა, მოვახერხეთ მოსავლის დაბინავება ისე, რომ ფერმერებს არ შექმნიათ დიდი პრობლემა. რეალურად, რიგების, განსაკუთრებული პრობლემების გარესე მოსავალი წარმატებით დაბინავდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დღეიდან რთველი რაჭაში, „ხვანჭკარის“ მიკროზონაში დაიწყო.

„დღეს იწყება ყურძნის ჩაბარების პროცესი. მევენახეებსა და კომპანიებს შორის შეხვედრა შედგა, იყო მოლაპარაკებები. ეს არის განსაკუთრებული მიკროზონა, განსაკუთრებული ცნობადობის, სადაც სახელმწიფო კონტროლი არის მაქსიმალური იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქართული ღვინის ხარისხი და რეპუტაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]