weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ ტვიშში მევენახეებმა აქცია გამართეს

16:03 ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მევენახეებმა აქცია გამართეს. ადგილობრივი მცხოვრებლები კომპანია „როიალხვანჭკარასგან“ ტვიშის თემში მოწეული ცოლიკოურის დაპირებული რაოდენობის შესყიდვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, „როიალხვანჭკარა“ მათ 11 ტონა ტვიშის ცოლიკოურის შეძენას დაპირდა, თუმცა რთველი დღეს დაიწყო და კომპანიამ მხოლოდ 7 ტონა ყურძნის შეძენის მზაობა გამოთქვა. 1 კილოგრამი ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი 5 ლარი ღირს. მათივე თქმით, „როიალხვანჭკარა“ შედარებით დაბალი ხარისხის ყურძენს მეზობელ სოფლებში 3-4 ლარად ყიდულობს და ტვიშის ყურძნად ასაღებს.

აქციის მონაწილეებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე შეხვდა. როგორც გონაძემ „რეგინფოს“ უთხრა, „როიალხვანჭკარას“ ყურძნის შესყიდვის მიზნით ტვიშში ყუთები დღეს უნდა გაენაწილებინა, მაგრამ აქციის გამო ყურძნის მიღება დროებით გადაიდო. „კიდევ ორი კომპანია აპირებს ტვიშის ცოლიკოურის მიღებას. რთველი დღეს დაიწყო და მომდევნო დღეებში ინტერესი უფრო გაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობას ყურძენი გაუყიდავი არ დარჩება. ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი ტვიშის გარდა გვერდით მდებარე სოფლებშიც მოდის, მაგრამ ტვიშის ყურძნის ხარისხი მაღალია“, - განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.

„როიალხვანჭკარა“ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომლებმაც „თიბისი ბანკის“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]