weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს მთელი დერეფანი ელოდება - თურნავა

17:08 სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019

„როცა ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ გავხადოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტური, შეუძლებელია ამის მიღწევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებისა და განვითარების გარეშე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თაობაზე.

მისივე თქმით, „თვითონ პროექტი არ არის მარტივი. ასეთი ტიპის პროექტები მომზადებისთვის ძალიან ხანგრძლივ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა“.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, პროექტს მთავრობის მხარდაჭერა, ინვესტორების დაპატიჟება და ბანკების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გადაჭრა სჭირდება.

„თუ ეს საკითხები გადაიჭრება, ჩვენ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვიღებთ ვალდებულებას, რომ პროექტს შევკრავთ და ბოლომდე მივიყვანთ. არის კონკრეტული საკითხები და დაბრკოლებები, რომლებიც გადასაჭრელია და მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ გადაჭრის. საჭიროა მთავრობასთან ერთად ერთობლივი მუშაობა და მთავრობის მხრიდან ამ პასუხისმგებლობის არიდება სწორად არ მიმაჩნია. უკვე არის საუბრები შეხვედრასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ, რომ იქნება კონსტრუქციული შეხვედრები და მოვახერხებთ კონკრეტული საკითხების გადაჭრას“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]